17 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
სეპარატისტულ მოლაპარაკებებში ჩართვას არ ვაპირებ - შალვა შავგულიძე

პოლიტიკოს შალვა შავგულიძის განცხადებით, ის არც ერთ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, საერთოდ, ამ პროცესის გამართვას აზრი არ აქვს.

შავგულიძის შეფასებით, თუ "გირჩსა" და ელისაშვილის პარტიას ხელისუფლებასთან მოლაპარაკება სურთ, მაშინაც კი, თუ მმართველი ძალა არჩევნების გაყალბებას არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს არ დათანხმდება, ეს მათი გადასაწყვეტია. 

"სეპარატისტულ მოლაპარაკებებში მე არც ჩართვას ვაპირებ და აზრიც არ აქვს, რომ ეს მოლაპარაკება წარმოებული იყოს. "გირჩის" იმ ნაწილს, რომელიც მოლაპარაკებაშია ხელისუფლებასთან და ასევე, ელისაშვილს, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გახდნენ ამ პარლამენტის წევრი, იმის გარეშე, რომ ხელისუფლებისგან არ მოხდეს აღიარება, რომ ეს იყო ტოტალურად გაყალბებული არჩევნები და არ მოხდეს ოპოზიციასთან შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე, ეს მათი საქმეა," - აცხადებს პოლიტიკოსი შალვა შავგულიძე.

დღის ამბები