ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ twitter ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრა 22 იანვარს, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართება.
შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც, თბილისის დროით, 16:15 საათზე (ბრიუსელის დროით 13:15 საათზე) დაიწყება.