19 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის პირბადის ტარება რეკომენდებული არ არის, 12 წლის შემდეგ- აუცილებელია - პედიატრი ნინო თოთაძე

პედიატრი, ნუტრიციოლოგი, თსსუს კლინიკის პროფესორი ნინო თოთაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ არ არის რეკომენდებული, 5-წლამდე ბავშვებს პირბადე ეკეთოთ, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვთა ასაკზე და განსაკუთრებით 5-წლამდე ასაკზე, საერთოდ ასეთი რეკომენდაცია, რომ თითოეულს ეკეთოს პირბადე, არ არსებობს. თუ ამას არ წყვეტს ექიმი და არ არის რაიმე იმუნური დეპრესია, ან არ იმყოფება ბავშვი ისეთ ადგილზე, სადაც სჯობს, რომ ეკეთოს პირბადე.

ძირითადად, ხუთ წლამდე ბავშვებისთვის პირბადის კეთება რეკომენდებული არ არის. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ 6-დან 12 წლამდე ბავშვებზე, აქ უნდა იყოს რეკომენდაციებით და ზედამხედველობის ქვეშ პირბადის ტარება. 12 -წელს ზემოთ კი აუცილებელია, რომ ატარონ პირბადე ისევე, როგორც ჩვენ.

რაც შეეხება იმას, იწვევს თუ არა ჟანგბადის ნაკლებობას სისხლში პირბადის ტარება, არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც პირბადე არ არის რეკომენდებული, მაგალითად, სრულფასოვანი სუნთქვითი აქტის დროს, როდესაც ისინი სპორტით არიან დაკავებულები, ასეთ დროს ჯობია დისტანცია და ხელების დაბანა. 

შშმ პირების შემთხვევაშიც, რაღაც პერიოდი რომ გაიკეთონ პირბადე, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, თუ, რა თქმა უნდა, არ არის რაიმე სასუნთქი გზების პრობლემა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მე, როგორც ვიცი, აქ არ დგას ბავშვებთან და ორსულებთან საკითხი, მაგრამ თუ რეკომენდაცია იქნება ჯანმოსგან, რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული,"-აღნიშნა ნინო თოთაძემ.

დღის ამბები