პარტია "ქართულ ოცნებაში" გენერალური მდივნის პოსტზე ისევ კახა კალაძე აირჩიეს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობა აირჩიეს, რომელსაც 6 ახალი წევრი დაემატა.
შეგახსენებთ, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გენერალური მდივნის თანამდებობა შესაძლოა გაუქმებულიყო, რასაც "მმართველი პარტიის ლიდერები თავიდანვე უარყოფდნენ. მამუკა მდინარაძე დაპირისპირებას "ქართულ ოცნებაში" და პარტიის გენმდივნის თანამდებობის შესაძლო გაუქმებას გამოგონილ ამბავს უწოდებს.
ექსპოჯორჯიაში გამართულ ყრილობას 400 დელეგატი ესწრება.