17 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით - არჩილ თალაკვაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლ​ეის ანგარიშზე  

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლ​ეის ანგარიშს, სადაც ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორები პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებს რეგიონში სტაბილური მოკავშირე სჭირდებათ.

"არამარტო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის სტრუქტურა მოუწოდებს ოპოზიციას იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ქვეყნის ინტერესები, სტაბილურობა, არ არის მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ინტერესი, ჩვენს პარტნიორებს ძალიან სჭირდებათ რეგიონში სტაბილური მოკავშირე. ასევე, მათ რასაკვირველია პოლიტიკური ინტერესებიც აქვთ. ამის არ გათვალისწინება საკმაოდ მძიმე შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლ​ეის ​ანგარიშს ასევე აფასებს არჩილ თალაკვაძეწც, რომელიც აცხადებს, რომ რეკომენდაციები, რომელიც ანგარიშშია მოცემული ზუსტად ემთხვევა იმ გეგმებს, რაც მათ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით აქვთ. 

"შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად ფუნდამენტური უფლებების დაცვით. რეკომენდაციები, რომელიც ანგარიშშია მოცემული ზუსტად ემთხვევა იმ გეგმებს, რაც ჩვენ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით გვაქვს. ეს ის საკითხებია, რაზეც ოპოზიციასთან პრაქტიკულად კონსესუსი მიღწეულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ღირს ამ რეფორმისთვის ოპოზიციამ გადადგას ის ნაბიჯები, რაც პარლამენტში შესვლას უკავშირდება. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ მათთან ერთად გავაკეთოთ რეფორმა, რომელზეც ამ ანგარიშშია საუბარი," - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები