პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა ამ წუთებში "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარეობს.
ყრილობას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი ესწრება.
ყრილობაზე დღეს აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს.
როგორც ცნობილია, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.