პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ყრილობაზე, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის პოსტი ოფიციალურად დაიკავა, სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ მას ნდობა გამოუცხადა.
"ბიძინა ივანიშვილის ჩვენი გუნდიდან წასვლა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი თავდადება და შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ჩემთვის, გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პოლიტსაბჭოს და ჩემი გუნდის ყველა წევრს ნდობის გამოცხადებისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.