17 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
პარტია, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება ატარებს ყრილობას, რომელიც არაფრით არ განსხვავდება კომუნისტური ყრილობისგან - ლევან ბეჟაშვილი

პარტიის ყრილობაზე დღეს ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს, ასევე ცნობილი გახდა ახალი, გაფართოებული პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.

ოპოზიციის შეფასებით, მილიარდელის წასვლის შემდეგ, გუნდი დასუსტდება და არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა შიდა დაპირისპირებებიც დაიწყოს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ყრილობა, კომუნისტური პარტიის ყრილობას ჰგავდა.

"პარტია, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება ატარებს ყრილობას, რომელიც არაფრით არ განსხვავდება კომუნისტური ყრილობისგან. ყველამ ძალიან კარგად იცოდა ვინ იქნებოდა არჩეული, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა კობახიძე დაეტოვებინა თავის "ნამესტნიკად," - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი მიზანია დარჩნენ ხელისუფლებაში ყველაფრის ფასად.

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავას თმით, საქართველოში დარჩება იგივე დამანგრეველი პოლიტიკა, როგორიც ახლაა ქვეყანაში.

"კარგი მარიონეტი იქნება, ამავე დროს კობახიძის არჩევა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი კვლავ დარჩება ფარულ ხელად ის გააგრძელებს უხილავი ძაფებით მათ მართვას,"- აღნიშნა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები