17 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
პლებისციტზე ხელისუფლების პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, საკითხის განხილვა დასრულდა ოპოზიცის მხრიდანაც - საბა ბუაძე

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ ვერ იქნება განხილული პლებისციტის საკითხი.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საკმაოდ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ინიციატივა არ განიხილება. შესაბამისად, საბა ბუაძე ამბობს, რომ საკითხის განხილვამ აზრი დაკარგა. 

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმით,  მათი დღის წესრიგი საკმაოდ მკაფიოა და ეს ახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. 

"ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნებისგან ძალიან ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, სადაც მათ თქვეს, რომ ეს ინიციატივა არ განიხილება. და ახლა ჩვენ მეორე და მესამე დღეა გვიწევს საუბარი იმაზე, რაზეც ხელისუფლებამ ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა. ეს ინიციატივა გირჩის იქნება თუ ალეკო ელისაშვილის, ხელისუფლების მიერ არ იქნება განხილული, შესაბამისად, აქ დამთავრდა ამ საკითხის განხილვა ოპოზიციის მიერაც.

ჩვენ გვაქვს გაცილებით სხვა დღის წესრიგი და ეს დღის წესრიგი აგებული არის იმ ოთხ ძირითადი მოთხოვნის გარეშემო, რომლის ნაწილი, ასევე არის ალეკო ელისაშვილიც და გირჩიც. ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ დღის წესრიგის მიმართულებით, იმისათვის, რომ ხელისუფლებას დავანახოთ ვადამდელი, ახალი არჩევნების უალტერნატივობა,“ - ამბობს საბა ბუაძე.

კითხვაზე, არის თუ არა "ლელო" ის პოლიტიკური ჯგუფი, ვისი დაბულინგებაც შესაძლოა მოხდეს, სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან - საბა ბუაძე ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, ზრდასრულმა ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა ერთმანეთის ბულინგზე ილაპარაკონ.

"ბულინგი ჩემთვის ყოველთვის იყო, სკოლაში არსებული ფენომენი, სადაც ბავშვები აბულინგებდნენ ერთმანეთს. პოლიტიკურ სპექტრში ეს ბოლო რამდენიმე თვის შემოსული ტერმინია. ეს რა სისულელეა, როგორ შეიძლება რომ ზრდასრულმა ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ ერთმანეთის ბულინგზე. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული მოსაზრება და ამ განსხვავებული მოსაზრების გაჟღერებას ახდენს, ეს თუ ვინმეს ბულინგი ჰგონია, მაშინ ქუდი დაიხუროს და სახლში წავიდეს. 

 

 

დღის ამბები