17 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
"არანაირი მესამე ცენტრი" - მამუკა ხაზარაძე "სტრატეგია აღმაშენებელთან" და "ევროპულ საქართველოსთან" "ლელოს" გაერთიანებას უარყოფს

"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უარყოფს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელთან" და ევროპულ საქართველოსთან" ერთად მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა იგეგმება.

მისი განცხადებით, მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა პარტიებთან გარკვეული პროექტების შეჯერების მიზნით, თუმცა, უახლოეს მომავალში არანაირი პოლიტიკური გაერთიანება არ იგეგმება.

"მგონი, არ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია, არანაირი მესამე ცენტრი. სიტყვა "მესამე" საერთოდ არ მომწონს, მგონი, ეს ჩვენ არ გვეხება. ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა პარტიასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

მსგავსი არაფერი არ მომხდარა და არც უახლეს პერიოდში იგეგმება. უახლოეს პერიოდში მსგავსი რამ არ იხილება. თუ თქვენ გულისხმობთ, რომ ოპოზიციურ ერთობაში საუბრები მიდის და პოზიციების შეჯერება, ეს არ ნიშნავს არც გაერთიანებას და არც ერთი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. მე გიგა ბოკერიასგან მსგავსი რაღაც არ გამიგია.

საუბარი ყოველთვის არის პოლიტიკურ სივრცეში გაერთიანებაზე, ერთობლივი პროექტების კეთებაზე, თუმცა, არანაირი კონკრეტული საუბარი რაღაცის გაერთიანებაზე დღეს არ მიმდინარეობს. ჩვენ ვართ გაერთიანებული ბოიკოტით, გაყალბებული არჩევნების საწინააღმდეგოდ და ვიმყოფებით ამ რეჟიმში.

კონსულტაციები მიმდინარეობს იმ ბოიკოტის ჩარჩოში, რომელიც არის ოპოზიციურ სივრცეში ჩამოყალიბებული, არამარტო ინდივიდუალურ რეჟიმში, თქვენ გახსოვთ, 4 პარტია ვიკრიბებოდით, იყო დიდი შეხვედრებიც.

თუ კონკრეტულად "სტრატეგია აღმაშენებელთან" დაკავშირებით მეკითხებით, ჩვენ მოგვწონს ის იდეა, რომ მათაც აქვთ კონკრეტული თემები ეკონომიკასთან დაკავშირებით და უახლოეს ხანში შეიძლება განვიხილოთ ჩვენი პროექტების შეჯერება, თუმცა, ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ გაერთიანებას,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები