17 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ევროპარლამენტის 2020 წლის ანგარიშში საქართველოში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დაგმეს

ევროპარლამენტი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დღეს 2020 წლის ანგარიშს კენჭს უყრის. დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის ვალდებულებების მნიშვნელობა, რომ მხარი დაუჭიროს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.

ანგარიშში გამოხატულია შეშფოთება ცხელი და გაყინული კონფლიქტების გამო. ასევე კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ამ დოკუმენტის ავტორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტია.

"კიდევ ერთხელ არის ნახსენები ძალიან მკაფიო გზავნილები ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. რა თქმა უნდა, მოუწოდებენ რუსეთს შეასრულონ ვალდებულებები. მნიშვნელოვნად არის ასევე ნახსენები ჰიბრიდული ომი, ანუ დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომელსაც ეწევა რუსეთი. კიდევ არის დასტური იმისა, რომ ჩვენი პარტნიორები გვერდში გვიდგანან და ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, რომ მშვიდობიანი გზით ამ უდიდესი გამოწვევის მოგვარება, იქნება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ.

დღის ამბები