პოლიტიკურმა გაერთიანებამ "გირჩი" ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. "გირჩის" პროექტი მათ ვებგვერდზე გავრცელდა.
პროექტში მთავარ კითხვად გამოყოფილია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც შემდეგი სახით არის ფორმულირებული: რა არის თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ის კონკრეტული შედეგი, რის გამოც 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება
ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი
ხელისუფლების პოზიცია: პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს
შესაძლებლობა: ამ საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია თუ სხვებზე მოვახერხეთ შეთანხმება 8 მარტის მსგავსად.
3.2.1 ამომრჩევლის ბიომეტრული იდენტიფიკაცია
3.2.2 ბიულეტენის უბნიდან გატანის აკრძალვა
3.2.3 ხმის მიცემა ელექტრონული პირადობით და სხვა
ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი
ხელისუფლების პოზიცია: თანხმდება
ოპოზიცია:
ხელისუფლების პოზიცია:
შემოთავაზება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოქმედ კანონმდებლობას. 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები და 2024 წლიდან მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-ზე დაბალი ბარიერით.
შეთანხმების შესაძლებლობა: შეთანხმებას ართულებს ის გარემოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ოპოზიციის ერთიანი და ცალსახა პოზიცია. რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგი პარტიისთვის ბარიერია მისაღები, ხოლო ზოგისთვის ადგილობრივ დონეზე შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება.
ოპოზიციის წინადადებები:
ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი
ხელისუფლების პოზიცია: წინააღმდეგია, არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას
ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი
ხელისუფლების პოზიცია: წინააღმდეგია, არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას
იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციაზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, 2022 წელს ინიშნება ვადამდელი არჩევნები.
მთავარი კითხვა: რა არის თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ის კონკრეტული შედეგი რის გამოც 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?