"გირჩის" მიერ გაწერილი პროექტი ითვალისწინებს 4 პუნქტს. მათ შორის არის ყველაზე პრობლემური რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაზეც ვერ თანხმდებიან მხარეები და ყოველ მათგანს აქვს ხისტი პოზიცია.
"გირჩში" აცხადებენ, რომ შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად გამოყენება იქნება, რის მიხედვითაც შესაძლოა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხის გადაწყვეტა.
"გირჩი" აცხადებს, რომ მათ აქვთ ერთგვარი შეთავაზება პირველ რიგში ოპოზიციის მიმართ, რომ ამ საკითხზე ოპოზიცია გაერთიანდეს, რათა შემდეგ უკვე მოხდეს შეთანხმება საბოლოოდ "ქართულ ოცნებასთან".
"ოპოზიცია ითხოვს, რომ შემოდგომაზე ჩატარდეს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პლებისციტიც და თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, პლებისციტის შედეგიდან გამომდინარე დაინიშნოს ვადამდელი, არჩევნები 2022 წელს გამოვა ალბათ დასაწყისში.
ტელევიზიიდან ძალიან რთული იყო გაგება მართლა, ახლა შეიძლება ეს პოზიცია წავიკითხოთ, ეს შეიძლება ერთმანეთს დავანახოთ, ავუხსნათ და რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოზიცია არის უკეთესი და ჩვენს კოლეგებს უბრალოდ არგუმენტი არ აქვთ საწინააღმდეგო რატომ ეს პოზიცია არ უნდა მივიღოთ, კი ბატონო ვერ დავარწმუნებთ, რაღაც სხვა მოტივები ექნებათ, ან უბრალოდ აღარ მოუნდებათ დისკუსია, ასეც მოხდება," - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.