სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. იენს სტოლტენბერგთან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა გზაზე, რომელიც ქვეყანამ ნატოში გაწევრიანებისთვის უნდა გაიაროს.
რეგიონის უსაფრთხოება, გამოწვევები და რეფორმები, რომელიც წარმატებული შედეგისთვის აუცილებელია - ეს იყო იმ განცხადებების ძირითადი შინაარსი, რომელიც ერთობლივ ბრიფინგზე მოვისმინეთ. გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
დღესვე, ნატოს გენერალურმა მდივანმა საკმაოდ ბევრი ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ რუსეთი ახორციელებდა კონტროლს, როდესაც ადგილი ჰქონდა ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.