17 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
სახმელეთო საზღვრების გახსნა ვირუსის შემოტანის რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის - მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ იხსნება მხოლოდ საჰაერო საზღვარი. ერთ-ერთ მიზეზად ვიცე-პრემიერი მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მაღალ დინამიკას ასახელებს.

"საჰაერო საზღვარი იხსნება იმის გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში, იმ ქვეყნებს, ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მაღალი დინამიკით და მაჩვენებლებით ხასიათდება, ვიდრე საქართველოში. მიუხედავად იმისა, გახსოვთ თუნდაც თურქეთის ოფიციალური სტატისტიკა, როდესაც გვეუბნებოდა, რომ დღეში 300 შემთხვევა ჰქონდათ და უკვე რამდენიმე ათეულ ათასზე გადავიდა, იმიტომ რომ მეთოდოლოგია შეიცვალა. იგივე, რუსეთის მაჩვენებლები არ იქნება მთლად სანდო, რომ რუსეთში დღეში მხოლოდ 10 000 შემთხვევაა. ანუ, ამდენად, ჩვენი ინფორმაციით, იქ გავრცელების დინამიკა არის უფრო განსხვავებული, ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. ამდენად, სახმელეთო საზღვრების გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში ვირუსის შემოტანის რისკებს.

საჰაერო მიმოსვლის დროს არის ბევრად უფრო მეტი საშუალება ინფექციის კონტროლის,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი. 

 

 

დღის ამბები