17 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ხურჩაში, იქ სადაც ჩემი შვილი მოკლეს, ორი დღის წინ 8 შეიარაღებულმა რუსმა 3 ადამიანი სიკვდილის პირას მიიყვანა - გიგა ოთხოზორიას დედა 

საქართველოს გმირის, გიგა ოთხოზორიას დედამ  "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ იმ ადგილზე, სადაც მისი შვილი რუსმა სამხედროებმა მოკლეს, 2 დღის წინ 8 შეიარაღებული პირი შემოვიდა და 3 ადამიანი სიკვდილის პირას მიიყვანა. 

"ჩემნაირი ოჯახებისთვის საბოლოო გამარჯვება ის იქნება, რომ ამ და უამრავ საქმეზე, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა ქართველი ერის წინააღმდეგ, იქნება გამოძიებული და ასევე იქნება გამოკვეთილი პიროვნებები, რომლებიც ამ საქმეში დამნაშავეები არიან. 2 დღის წინ უფრო ღრმად შემოვიდა 8 შეიარაღებული რუსი ძაღლებითა და იარაღით. მათ შორის აფხაზი არ ყოფილა. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ჩემი შვილის მკვლელობა მოხდა და 3 ადამიანი სიკვდილის პირას მიიყვანეს. ეს ზუსტად ხურჩაში მოხდა. ისინი მოსდევდნენ ქართველ ადამიანებს, რომლებიც აქეთ იყვნენ გადმოსულები," - განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ. 

 

 

 

დღის ამბები