17 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
რას გავაკეთებთ გაზაფხულზე და როგორ ვიქნებით საპროტესტო აქციებზე ჩართულები ოპოზიციის პასუხზეა დამოკიდებული - ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია "გირჩის" წერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლა ოპოზიციის ერთიან გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. "გირჩი", "მოქალაქეების" შემდეგ ის პარტიაა, რომელსაც მანდატების გაუქმების შესახებ ოფიციალური განაცხადი არ შეუტანია.

ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ოპოზიცია შეიცვლის აზრს, ეს მათაც გადააწყვეტინებს პარლამენტში შესვლის საკითხს. 

"ველოდებით, თუ როგორი პროცესი წარიმართება, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ პოზიციას დაიკავებენ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან. შეიძლება ისინი არ დათანხმდნენ ჩვენს იდეაზე და ამის გამო ვერ ვაიძულებთ და ჩვენც არ ვიქნებით პარლამენტში, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება, რომ ჩვენმა კოლეგებმა რაიმე მიზეზის გარეშე უარი გვითხრა ჩვენს კონსტურქციულ წინადადებაზე, ასეთი დამოკიდებულება იქნება მათ მიმართ, ეს გავლენას იქონიებს ჩვენს გეგმებზე, თუ რას გავაკეთებთ გაზაფხულზე და როგორ ვიქნებით საპროტესტო აქციებზე ჩართული," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ბოიკოტგამოცხადებულ დეპუტატებს მანდატები შესაძლოა დაახლოებით ერთ კვირაში შეუჩერდეთ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რეგლამენტი პროცედურულად ითვალისწინებს, რომ საკითხი პირველივე სხდომაზე გაიტანონ კენჭისყრაზე.

დღის ამბები