2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ტვიტერზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა. მან რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს,"-წერს ნედ პრაისი.