28 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
"ღმერთის წინაშე პასუხისგებაში ვარ ყველაფერში" - მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოს მიმართა

პანკისში, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ხიზირა გაურგაშვილს დღეს პატიმრობა შეუფარდეს. პროცესზე სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებულიც.

"ვწუხვარ ამ საქმეზე, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. ღმერთის წინაშე პასუხისგებაში ვარ ყველაფერში" - ეს განცხადება ხიზირა გაურგაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა. 

ბრალდების მოთხოვნა პატიმრობასთან დაკავშირებით დღეს სრულად დაკმაყოფილდა. ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურის არგუმენტს, რომ დაკავებულის მხრიდან მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა.

დაკავებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ დუისში კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. გამოიების ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცმა მეზობელს ცივი იარაღით 12 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დღის ამბები