17 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
დაემორჩილება თუ არა რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს - ევროკავშირი მოსკოვისგან სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს

სტრასბურგის სამართლებრივ გადაწყვეტილებას დასავლური პოლიტიკური ორგანიზაციები ისტორიულის კვალიფიკაციას აძლევენ. ევროკავშირის შესაბამისი უწყება განცხადებას ავრცელებს და ოფიციალურ მოსკოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებს.

დეოკუპაციის პროცესის დასასრულებლად საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტი რომ მოიპოვა, ამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერიც აღნიშნავს. 

სამართლებრივი გადაწყვეტილების შემდეგ, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლო კომპენსაციაზეც იმსჯელებს.

დაემორჩილება თუ არა რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს, ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოზიტიური მოლოდინი არ არსებობს. გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციაა.

ოფიციალური თბილისისთვის მთავარი ისაა, რომ რუსეთი ოკუპანტად პოლიტიკური შეფასებების გარდა, საერთაშორისო სამართალმაც აღიარა.

ისტორიული გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 21 იანვარს მიიღო. საერთაშორისო განაჩენის ისტორიულობას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ დევნილების დაბრუნების შემაფერხებელ ფაქტორად არა რომელიმე დე ფაქტო ხელისუფლება, არამედ რუსეთი განისაზღვრა.

დღის ამბები