17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს - NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა - 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

კვლევის მიხედვით, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა 45%; სიღარიბე 28%; ლარის გაუფასურება 27%; პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები 14%; დაბალი ხელფასები 11% და საზღვრების ჩაკეტვა 6%.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დღის ამბები