NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა/ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები, გამოკითხულთა 41%-მა თანხმობა განაცხადა, ხოლო 41%-მა უარი. გამოკითხულთა 17%-მა დაზუსტებით არ იცის, გაიკეთებს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას.
კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები. ასევე NDI-ის კვლევის მიხედვით, მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.
2020 წლის ივნისში აღნიშნულ კითხვას გამოკითხულთა 38%-მა თანხმობით უპასუხა, ხოლო 2020 წლის დეკემბერში 41%-მა.
20 წლის ივნისში აღნიშნულ კითხვას უარით უპასუხა 46%-მა, ხოლო დეკემბერში - 41%-მა.
გასული წლის ივნისში აღნიშნულ კითხვას 15%-მა დაზუსტებით ვერ უპასუხა, ხოლო დეკემბერში 17%-მა.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 17-24 დეკემბრის მონაკვეთში ჩატარდა. ტელეფონით 2053 რესპონდენტი გამოიკითხა.