პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "ლელოს" ოფისში შეხვედრა მათ გარეშე გაიმართა, სადაც "გირჩის" გარიცხვის თაობაზე განხილვა შედგა. იაგო ხვიჩიას "ლელოსგან" აინტერესებს, რატომ არ იყო "გირჩის" ეს ნაწილი შეხვედრაზე, მით უფრო, თუ იქ საუბარი გირჩს შეეხებოდა.
"მე შევხვდი ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებს. ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ვაშაძე დაგვემალა, "ლელო" უხერხულ მდგომარეობაშია, გუშინ ვუსმენდი რომ, თურმე, ოპოზიცია ჩვენს გარეშე შეკრებილა "ლელოს" ოფისში. მე უბრალოდ კითხვა მაქვს, ეს ხალხი ერთად რომ იკრიბება, "ლელოსთან" მაქვს კითხვა, "ლელო" არის მასპინძელი, მე რამე დავაშავე ლელოსთან? რატომ არ ვიყავი რაღაც შეხვედრაზე, სადაც ჩემი გარიცხვის საკითხი იხილებოდა? და საიდან გვრიცხავენ? მე რომ მითხრას ბატონმა ხაზარაძემ არ მოხვიდეო, იქ ხომ მარტო "ნაცები" დარჩებიან და უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ მიდის ასეთ პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე "ლელო", რომ აეზილოს "ნაციონალურ მოძრაობას" და ღიად მიდის იმაზე, რომ მისი პარტია გახდეს ქუჩის პარტია, მისი პარლამენტის წევრები იყვნენ ქუჩაში, იმიტომ რომ ასე იქნებ უფრო მეტად მოუნდეთ აჯანყება. ამას აკეთებს "ნაციონალური მოძრაობა" და მე ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მაქვს ძალა შევაჩერო პარლამენტარიზმის რღვევა, არ მაქვს ამხელა მანდატი,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "ევროპულ საქართველოს" პოზიციას "ლელომ" მხარი არ დაუჭირა. ხვიჩია ამბობს, რომ "ევროპულ საქართველოს ჰქონდა წინადადება, რომ თუ "გირჩი" იქნებოდა სადმე შეხვედრაზე, დატოვებდნენ გაერთიანებულ ოპოზიციას.
"მე მადლობა მინდა ვუთხრა ლელოს ლიდერებს, იმიტომ რომ ვიცი მათი პოზიციაც, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს "ევროპული საქართველოს" პოზიციას, რომ ჩვენთან ერთად ჯდომა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვაბულინგებდით. ვიცი რომ ინიცირებული იყო "ევროპული საქართველოს" მხრიდან, მათ სიტყვა თქვეს, რომ თუ "გირჩი" იქნებოდა სადმე შეხვედრაზე, თვითონ დატოვებდნენ გაერთიანებულ ოპოზიციას და მე ამ სიტყვის შესრულებას ველოდები,“ - განაცხადა "დღის კურიერში" იაგო ხვიჩიამ.