პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", იმის გამო რომ მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნულად ვერ მოდის ხელისუფლებაში, ქართულ პარლამენტარიზმს წირავს.
"ჩვენ გვაქვს დრო, სანამ განცხადებები არ დაუკმაყოფილებია "ქართულ ოცნებას". როგორც კი ისინი დააკმაყოფილებენ ჩვენი კოლეგების განცხადებას, პარლამენტის დატოვების შესახებ, ჩვენც ჩვენი ნათქვამი სიტყვის შესრულება მოგვიწევს და ჩვენც მოგვიწევს დატოვება. ამის შემდეგ ჩემთვის იქნება ცხადი, რომ ამ ქვეყანაში, ოპოზიციასთან, რომელიც მზად არის პრალამენტი გააუქმოს, რომელიც გვაქვს ამ პერიოდში, არც იმ ოპოზიციის იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობას. უნდა დავივიწყოთ, ჩავთვალოთ, რომ ეს ოპოზიცია მოკვდა და მოვძებნოთ ახალი ოპოზიცია, იმიტომ რომ რამდენი წევრითაც არ უნდა შევიდეს პარლამენტში, რა შეთანხმებაც არ უნდა იყოს, ამ ხალხს არ უნდა პარლამენტში შესვლა. ამ ხალხს უნდა დესტრუქცია. არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც ახლა ნაცმოძრაობას აყვება ამ სიგიჟეთში, არც მხარდაჭერას აზრი არ აქვს. რომ წააგონ, ესენი პარლამენტში არ შედიან ეგეთი ხალხი, მნიშვნელობა არ აქვს. აქ ხომ საუბარი არ არის იმაზე, "ქართულმა ოცნებამ" გააყალბა თუ არა არჩევნები, "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკაში" პირადი საუბრის დროსაც ვერ დავინახე სურვილი, რომ მათ პარლამენტში შესვლა უნდოდათ.
მე ვიცი, რომ ბევრ მათგან პარლამენტში შესვლა უნდათ, მაგრამ რაღაც აფერხებთ. ეს რაღაც არის აუხსნელი, ისინი ამას საჯარო სივრცეში ვერ ხსნიან. ერთი ერთზე საუბარის დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, არ გელაპარაკონ ლოგიკაზე. გელაპარაკონ ემოციაზე, თუ რა ცუდია "ქართული ოცნება", რა ცუდად იქცევა ის და როცა ასეთი დამოკიდებულით ხარ, ყოველთვის იპოვი მიზეზს, "ქართული ოცნების" გასაკრიტიკებლად, თუ ჩაშლა გინდა.
მე ვიცი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაშლა უნდა, ისევე როგორც "ქართულ ოცნებას", შესაბამისად, მინდა რომ ეს პასუხისმგებლობა რაც ამას მოყვება, რასაც იგრძნობს ქართველი ხალხი ამის შედეგად, გადავიდეს "ნაციონალურ მოძრაობაზე", იმიტომ რომ არ შეიძლება, ეს პარტია იღებდეს 500 000 ხმას და შემდეგ შლიდეს, სრულიად უპასუხისმგებლოდ იქცეოდეს, იმიტომ რომ ერთპიროვნულად ვერ მოდის მიხეილ სააკაშვილი და ამის გამო 36 დეპუტატი პარლამენტარიზმს წირავს და არცერთს არ აქვს უნარი, დამოუკიდებელი აზრი ჰქონდეს,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.