17 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ევროპელი კოლეგებისთვის დასანანი და მიუღებელია, რომ ოპოზიციის წარმოამდგენლები არ იყენებენ მანდატს, რომელიც მათ ანდო საქართველოს მოსახლეობამ - ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ სტრასბურგში ვიზიტის დროს, რომელზეც საპარლამენტო დელეგაციას მსჯელობა მოუწევს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისია, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს.

"მთავარი დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ მოგვიწევს კონცენტრირება, ეს არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგინა ბატონმა დინი კოკსმა. ეს პარლამენტარი გახლავთ, რომელიც ხელმძღვანელობდა მისიას საპარლამენტო არჩევნების დროს და ის წარუდგენს საკუთარ მიგნებებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეას. მოხსენება, რომელიც მან წარადგინა და უკვე არის გამოქვეყნებული, ცხადია, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ყველა პარტიას ჰქონდა საშუალება, ამომრჩევლისთვის გაეცნო საკუთარი ხედვა, დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი და აქედან გამომდინარე, ისინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებენ, როგორც დემოკრატიულ და თანამედროვე არჩევნებს.

მეორეს მხრივ მოხსებაში იყო საუბარი იმაზე, თუ ნაკლოვანებები იყო წარმოჩენილი და ჩვენ ამ ნაკლოვანებებზე არაერთხელ გვითვამს და გვაქვს მზაობა იმის თაობაზე, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და შევძლოთ, უფო მეტი პროცედურული უზრუნველყოფა არჩევნებისთვის. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგების სრული შემადგენლობა საუბრობს იმაზე, რომ დასანანი და მიუღებელია, ოპოზიციის წარმოამდგენლები არ იყენებენ იმ მანდატს, რომელიც მათ ანდო საქართველოს მოსახლეობამ და პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს პოლიტიკა, სწორედ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა ვისაუბროთ რეფორმებზე და პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც კიდევ უფრო უკეთესს გახდის საარჩევნო სისტემას ჩვენ ქვეყანაში,"-განაცხადა "დღის კურიერში" ჩართვის დროს ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები