17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
სწრაფად უნდა გაირკვეს, ენმ-ს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც ემუქრება პარტნიორებს თუ გაბრაზებულზე იცის ასეთი საუბარი - იაგო ხვიჩია ნიკა მელიაზე

შესაძლო მუქარა თუ გაუგებრობა - იაგო ხვიჩია ნიკა მელიას მომხდარი ინციდენტის დროულად გარკვევის საჭიროებაზე საუბრობს. განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მას, სავარაუდოდ, ემუქრებოდა, პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ გუშინ გააკეთა. 

"ეს არ ეხება ორი ადამიანის კონფლიქტს, ეს ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების გაუგებრობას, სადაც ორივე პარტიების თავმჯდომარეები არიან. სწრაფად უნდა გავიგოთ, მთავარ დიდ პარტიას ოპოზიციაში ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც ემუქრება თავის პარტნიორებს თუ უბრალოდ გაბრაზებულზე იცის ხოლმე ასეთი საუბარი. მე ვფიქრობ, რომ მეორე იქნება და ეს კონფლიქტი მალე აღმოიფხვრება, მაგრამ ჩვენ ვინაიდან საჯარო პროფესიაში ვართ, ნებისმიერ გაუგებრობაზე, რომელსაც ერთი-ერთზე ვერ ვაგვარებთ, საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ,"- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე
იაგო ხვიჩიამ.

მმართველ პარტიაში კი "ნაცმოძრაობის" მხრიდან მუქარა და ბულინგი არ უკვირთ და აცხადებენ, რომ დაზარალებულს შეუძლია შესაბამის ორგანოს მიმართოს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი იაგო ხვიჩიას ინციდენტთან დაკავშირებით შესაბამისი კანონმდებლობით მოქმედებას მოუწოდებს. 

შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით "გირჩის" თავმჯდომარის ბრალდებას ამ დრომდე არ პასუხობენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

დღის ამბები