პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის მხრიდან ოპოზიციის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საკითხზე საკანონმდებლო ფორმატში მსჯელობის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მანდატების შეწყვეტის შემდეგ ოპოზიციაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება.
"ჩვენ დიდი ხანია უარი ვთქვით მანდატებზე, დაწერილი გვაქვს განცხადებები და რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს საბოლოოდ ერთპარტიული და ერთფრაქციული პარლამენტის გაფორმებას 21-ე საუკუნეში საქართველოში. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია მიდის სახლში. ეს ნიშნავს იმას, რომ იწყება სრულიად ახალი ეტაპი და დადგა ქართულ პოლიტიკაში გადატვირთვის დრო და ხალხი დაინახავს, ვის თანამდებობაზე ყოფნისთვის უნდოდა პარლამენტში შესვლა და ვის საქმის კეთებისთვის. საქმის კეთებას ჩვენ გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, პარლამენტში ვიქნებით თუ არ ვიქნებით,"-აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.