17 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
სავაჭრო ცენტრებისა და მოლების წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან

სავაჭრო ცენტრებისა და მოლების წარმომადგენლები, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან. შეხვედრაზე უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ უნდა აღდგეს სექტორის მუშაობა პირველი თებერვლიდან.

სავაჭრო სექტორს რამდენიმე მოთხოვნა აქვს, ისინი  საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, გადაადგილების შეზღუდვის ერთი საათით გადაწევასა და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვენ.

"ჩვენი შეთავაზება დღეს იქნება, რომ ყოველგვარი შაბათ-კვირის შეზღუდვის გარეშე გავაგრძელოთ მუშაობა. რა თქმა უნდა, საერთო პრობლემაა ყველასთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმიტომ რომ 17 ათასი ადამიანი, როგორ უნდა მოვიდეს სამსახურში და წავიდეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის," - აცხადებს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი.

დღის ამბები