17 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება - ლევან ხაბეიშვილი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტში ორი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა ერთ საათში უნდა დაიწყოს. ლევან ხაბეიშვილმა და შალვა ნათელაშვილმა მანდატის გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს პირველებმა მიმართეს.

ხვალ კი უმრავლესობის წევრები უკვე დანარჩენი 49 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხზე იმსჯელებენ.

"ჩათვალეთ, რომ პარლამენტის წევრი ვარ ძალით, არ მინდა, დაწერილი მაქვს განცხადება და არ აკმაყოფილებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და როგორც უნდათ, ისე იზამენ, თუმცა კანონი ეუბნებოდათ რომ აქამდეც უნდა შეეჩერებინათ.

ახლა მეორე საკითხი - საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ. სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს. მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს ერთადერთ საკითხზე, ვადამდელ არჩევნებზე და ამას არც ხაბეიშვილის, არც მელიას და არც დეკანოიძის მანდატი არ სჭირდება. ამას სჭირდება ხელისუფლების მზაობა, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და გაუქმებული აქვს არჩევნები,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები