17 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე COVID-19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე COVID-19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ. სესიას დისტანციურ რეჟიმში ჩაერთო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მან ვაქცინების უსამართლოდ გადანაწილების პრობლემაზე გააკეთა აქცენტი და მოუწოდა ქვეყნებს იყვნენ სოლიდარულები, რადგან ზოგიერთმა სახელმწიფომ ვაქცინის იმაზე მეტი დოზა მოითხოვა, ვიდრე რეალურად სჭირდებოდა.

სიტყვით გამოვიდა ქართული დელეგაციაც. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"COVID-19 არ არის მხოლოდ გლობალური ჯანდაცვის გამოწვევა. პანდემიამ კრიზისის წინაშე დააყენა გლობალური ეკონომიკაც. უპრეცედენტოდ შეამცირა შემოსავალი, გაზარდა უმუშევრობა და მნიშვნელოვანი ინდუსტრიული სერვისები დააზიანა. როგორც სხვა ქვეყნები, საქართველოც ცდილობს გაუმკლავდეს პანდემიას. ყველაზე მეტად პანდემიამ ტურიზმის სექტორი დააზიანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს წარმოადგენს. არსებული ვითარების გამო, ვაქცინაცია ეკონომიკის გადარჩენის გადამწყვეტი საშუალებაა. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კოვიდ-19-ის ვაქცინის მიწოდების გეგმა ჯანდაცვის ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. საქართველოსთვის იმუნიზაცია არის ეროვნული პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს კარგად ფუნქციონირებადი სისტემა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, კარგად აღჭურვილი ლუგარის ლაბორატორია. საქართველო მზად არის მიიღოს ვაქცინა, გვაქვს შესაბამისი პირობები,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

 

დღის ამბები