საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2 ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას.
საკითხი ბიუროს გადაეცემა განსახილველად, რის შემდეგაც, 2 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
დანარჩენი 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ იმსჯელებს.