ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. საუბარია 49 დეპუტატზე.ცვლილების კენჭისყრა კი 2 თებერვალს მოხდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ როდესაც ის ჩამოყალიბდება, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურად სწორი და სახელმწიფოსთვის უკეთესი, ამის შემდეგ გადაწყვეტს რომელ ღილაკს დააჭერს ხელს.
"ჩვენ რა თქმა უნდა, ვმსჯელობთ და ვფიქრობთ ამ საკითხზე და ეს ნიშნავს იმას, რომ მეც ვაანალიზებ და ვფიქრობ, თუ პოლიტიკურად რომელი, კონკრეტულად რა გადაწყვეტილება იქნებოდა ამ კონკრეტულ ეტაპზე მიზანშეწონილი.
როდესაც ჩამოვყალიბდები თუ რა არის ყველაზე სწორი ერთის მხრივ "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურად, რა არის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესში და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა არის ჩვენი სახელმწიფოსთვის უკეთესი, ამის შემდეგ მეცოდინება, თუ რომელ ღილაკს დავაჭერ თითს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.