17 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ეს არის პოზიტიური, ამის არდანახვა არ შეიძლება - პაატა მანჯგალაძე გარეჯის საქმეზე დაკავებულების მოსალოდნელ გათავისუფლებაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე, ოპოზიციის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას პოზიტიურს უწოდებს და წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს იმ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, რომელიც ქვეყანაში არსებობს:

"არ ვარ ისე, რომ ეს ვერ შევამჩნიოთ, მაგრამ ეს არასაკმარისი იქნება. რას ითხოვს ოპოზიცია, ოპოზიცია ითხოვს, რომ ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი და ამის განმუხტვის საშუალება არის რიგგარეშე არჩევნები. მე არ მოვერიდები მაგის თქმას, რომ ეს არის პოზიტიური, ამის არდანახვა არ შეიძლება, თუ ხელისუფლება მზად არის, რომ შემდეგი ნაბიჯიც გადმოდგას, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ წინადადებები. ეს შეთანხმება გვჭირდება არა იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეთ და პარლამენტის მანდატი გვქონდეს, ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს. ახლა იყო საუბარი ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაზე, ერთპარტიული პარლამენტით ვერც ნატოში შევალთ და ვერც ევროკავშირში,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.  

 

დღის ამბები