17 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
"ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს - ქვეყანა უნდა გაიხსნას" - დიდ ქალაქებში ტრანსპორტის აღდგენ​ის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

"ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს - ქვეყანა უნდა გაიხსნას" - პარლამენტის შენობასთან"მოძრაობა ხალხისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქტივისტები ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნას, მათ შორის დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას ითხოვენ. აქციაზე წაიკითხეს იმ მაღალჩინოსნების მანქანის სერიები და ნომრები, რომლებიც როგორც თავად აცხადებენ, კომფორტულად გადაადგილდებიან.

"მოძრაობა ხალხისთვის" წევრი ნინო წულაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ხალხი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დატოვა.

"პანდემიის პერიოდში ხელისუფლებამ საზოგადოება დატოვა ცარიელი ხელებით, მთელი რიგი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს.ჩვენ მოვითხოვთ ქვეყნის გახსნას იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ეს სჭირდება .ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ამ შეზღუდვებს გვიწესებენ სხედან შავ ჯიპებში და აღნიშნულ ჩინოვნიკებს არ ესმით ხალხის ხმა და ვერ ხედავენ ხალხის პრობლემებს" - აღნიშნა ნინო წულაძემ.

ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის " წევრი თეონა ნაბახტრეველი​ აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა ტრანსპორტის აღდგენა და კომენდანტის საათის მოხსნაა.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ხალხს არ შიოდეს, აღდგეს ტრანსპორტი და მოიხსნას კომენდანტის საათი, იმიტომ, რომ ხალხი არის გაუბედურებულ მდგომარეობაში და მათთვის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 24 საათიანი აქციები დავაანონსეთ 1 თებერვლიდან თუ კი არ იქნება გახსნილი და აღდგენილი ტრანსპორტი ამ შემთხვევაში გაგრძელდება ის რაც ვთქვით" - აღნიშნა თეონა ნაბახტრეველმა.

დღის ამბები