"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ხელს შეუწყობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გააგრძელებს სხვა მოთხოვნების შესრულებასაც.
როგორც გიგი წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, სასამართლო საქმეების გარდა უმნიშვნელოვანეს საკითხებად რჩება საარჩევნო რეფორმა და ვადამდელი არჩევნები:
"ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს, თუ ხელისუფლება გააგრძელებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს ამ ჭრილში, გაითვალისწინებს მოთხოვნებს. გიორგი რურუას გათავისუფლება ერთი საკითხია, იქ კიდევ სხვა საქმეებია. ნიკა გვარამიას საკითხი, კიდევ არიან დაბარებული.
ორი მნიშვნელოვანი თემა, ესაა საარჩევნო რეფორმა და ვადამდელი არჩევნები, ახალი არჩევნების ვადა და ამ საკითხის გადაწყვეტა, რომ ქვეყანამ ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება," - განაცხადა გიგი წერეთელმა.