17 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
შეთანხმება თუ "ლეგიტიმური რევოლუცია" - როგორ იმოქმედებს ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება პოლიტიკურ პროცესებზე

ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში პრინციპულად აყენებდა. რა გავლენას იქონიებს პოლიტიკურ შეთანხმებაზე გარეჯის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლება, ამაზე პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა.

მმართველი გუნდი გარეჯის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას სპეკულაციად მიიჩნევს. 

პოლიტიკური შეთანხმების მოლოდინის პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი კვლავ რევოლუციურ სცენარსაც განიხილავს. "ცხელი გაზაფხული" რამდენიმე დღის წინ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარ წერილობით განცხადებაში დააანონსა, გუშინ კი ერთ-ერთ სატელევიზო ეთერში "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ - ყველა, ვინც მიიჩნევს ქვეყანაში ავტორიტარიზმის ჭაობი კატასტროფაა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რევოლუცია მათ დღის წესრიგში არ დგას, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ საპროტესტო ტალღა აქამდეც მივიდეს

რევოლუციაზე საუბრის ნაცვლად პარლამენტში შესვლას და კონსტრუქციულ ჩარჩოებში დაბრუნებას ურჩევს ოპოზიციას მმართველი გუნდი. 

არჩევნების შედეგებისა და ოპოზიციის მოთხოვნების კიდევ ერთხელ განხილვა მხარეებს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ისევ მოუწევთ. არ არის გამორიცხული, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი 2 თებერვლამდე ჩაინიშნოს, რადგან სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა.

დღის ამბები