ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის ქუჩაზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ველობილიკი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და შესრულდა გამწვანებითი სამუშაოები.
ახალი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა. პროექტისთვის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 665 000 ლარი გამოიყო.