17 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
საქართველოს ტერიტორია, რომელიც ორჯონიკიძემაც კი არ გადასცა სხვა ქვეყანას, გადასცა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა - სოზარ სუბარი

დაკავშირებულია თუ არა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების გირაოთი გამოშვება და ოპოზიციონერ დეპუტატების პარლამენტში შესვლა ერთმანეთთან. ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში სოზარ სუბარმა ისაუბრა.

სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ეს, ოპოზიციასთან კავშირში არაა და პროკურატურამ გადაწყვეტილება გამოძიების პროცესის შესაბამისად მიიღო:

"პროკურატურამ ძალიან მკაფიოდ განმარტა მიზეზი და ეს მიზეზი არის ძალიან მარტივი. დამთავრდა გამოძიება და ორივე ადამიანი არის ასაკოვანი, არსებობს ყველანაირი მტკიცებულება საქმეში და რაც ყველზე მთავარია და რაც გამოიკვეთა, გამოძიება გავიდა უფრო სერიოზულ კვალზე და უფრო სერიოზულ დამნაშავეებზე, ადამიანებზე, რომლებიც სავარაუდოდ, უნდა იყვნენ დამკვეთი. გულწრფელად გეტყვით, სანამ წუხელ ივერი მელაშვილს მოვუსმენდი, მეგონა რომ ეს ადამიანი იყო უბრალოდ ბრძანებების შემსრულებელი, მართალია, დარწმუნებული ვიყავი, რომ მას დანაშაული ჩადენილი ჰქონდა, მაგრამ იყო მსხვერპლი. წუხელ დავრწმუნდი, რომ ის აბსოლუტურად შეგნებულად ჩადიოდა იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელშიც მას ბრალი აქვს წარდგენილი, რაც მან ილაპარაკა წუხელ, არის გამაოგნებელი," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

წამყვანის კითხვაზე, თუ ასეთი თვალნათელია ჩადენილი დანაშაული და ივერი მელაშვილი ამას შეგნებულად ჩადიოდა, რატომ მოხდა მისი გირაოთი გათავისუფლება - სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე დამოკიდებულია არა იმდენად დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე, მოწმეებზე და მტკიცებულებებზე, ან არსებობს თუ არა მიმალვის საფრთხე:

"თუ ჩემი სუფთა ემოციური დამოკიდებულება გაინტერესებთ, იმისთვის ღირდა ამ ადამიანის დროებით გარეთ გამოშვება, რომ წუხელ მოგვესმინა მისი პირით გაკეთებული აღიარება, სადაც ის აღიარებს იმას, რასაც ჩვენ ვდაობთ, რომ ის ტერიტორია, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს ტერიტორია, დამოუკიდებლობის პერიოდშიც და რომელიც ორჯონიკიძემაც კი არ გადასცა სხვა ქვეყანას, გადასცა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები