პარტია "მოქალაქეებთან" მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დოკუმენტი ღიაა სხვა ოპოზიური პარტიებისთვისაც და შეთანხმებაზე ხელის მოწერა მათაც შეუძლიათ.
"გვქონდა მოლაპარაკებები პარტია "მოქალაქეებთან", რომელიც დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა - გავაფორმეთ დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენს მიერ საჯაროდ გაცხადებული პირობა საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპზე. ეს რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დოკუმენტი ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც და შეუძლიათ შეთანხმებას მათაც მოაწერონ ხელი და პარლამენტში შემოვიდნენ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.