ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებამდე 2 დღეა დარჩენილი. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, მმართველ პარტია არცერთ დანაპირებს არ ასრულებს და შესაბამისად, ოპოზიციაც არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას, პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.
"ნაციონალურ მოძრაობაში" იმ მემორანდუმსაც გამოეხმაურნენ, რომლის პირობების შესრულების დაპირების სანაცვლოდ, პარტია "მოქალაქეები" პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ:
"არავინ არ ჩათვალოს, რომ ის დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა და თითქოს მემორანდუმის სახე აქვს, რომ ეს რაიმე სახით შეცვლის საარჩევნო გარემოს, პირიქით, რიგ შემთხვევაში აუარესებს და ბუნდოვანს ხდის საარჩევნო პროცედურების პროცესს. თუ "ქართულ ოცნებას" სურს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს და სიტუაცია განიმუხტოს, ჩვენ ამის სულისკვეთება გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს და მათ ხელშია, დაუბრუნდებიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, თუ უტიფრად გააგრძელებენ ქმედებას და 2 თებერვალს საკუთარი ხელით გამოუტანენ საკუთარ თავს განაჩენს," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რეხვიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტი ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, იხურება არა მხოლოდ დიალოგის სივრცე, არამედ ელისაშვილი-იოსელიანის მიერ მმართველ პარტიასთან გაფორმებული მემორანდუმიც კი კარგავს აზრს:
"იმედია, რომ არ იქნება გაუქმებული მანდატები, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს არა მარტო დახურავს მოლაპარაკების სივრცეს და ფაქტობრივად დაგვტოვებს პარლამენტის გარეშე, გარდა ამისა ელისაშვილთან გაფორმებულ მემორანდუმსაც აზრი ეკარგება," - აღნიშნა ალექსანდრე რეხვიაშვილმა.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას პირობები არ შეუსრულებია და ოპოზიციაც შესაბამისად არ ცვლის თავის ბოიკოტის რეჟიმს:
"გიორგი რურუა გარეთ არის? ახალი არჩევნები დაინიშნა? როგორ შესრულდა მოთხოვნები? 4 დან 2 საერთოდ არაა შესრულებული, 2 კი კომედიური სახითაა შესრულებული, შესაბამისად, რაც არ უნდა თქვას ბატონმა თალაკვაძემ, რაც არ უნდა გაიმეორონ მისმა თუთიყუშებმა, ჩვენი მოთხოვნები ძალაშია და სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები, ჩვენ ვიქნებით ამ რეჟიმში," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის გარეშე მათ შორის ვადამდელი არჩევნების საკითხზე, "სტრატეგია აღმაშენებელი" არსად შევა:
"შეაჩერებს მანდატებს, თუ არ შეაჩერებს, ოპოზიციის დღის წესრიგი, "სტრატეგია აღმაშენებლის" დღის წესრიგი, არ იცვლება, პოლიტპატიმრების მუხლიც არაა შესრულებული, შეგახსენებთ, რომ ეს ხალხი გირაოთია გაშვებული და ნებისმიერ მომენტში შეიძლება შიგნით შეაბრუნონ და საერთოდ, გადაუწყვეტელია იგივე - გიორგი რურუას საკითხი. მოლაპარაკების და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის გარეშე, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების საკითხზე ამის გარეშე "სტრატეგია აღმაშენებელი" არსად არ შევა," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე,