17 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ვინ არიან "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეები - პარტიის თავმჯდომარემ  გუნდის ახალი წევრები წარადგინა

"ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ გუნდის ახალი სახეები წარადგინა. პარტიის გუნდის ახალი წევრები არიან: წარმოშობით შვეიცარიელი და საქართველოს მოქალაქე ბარბარა ჯიმელი სულაშვილი, სპორტსმენი რეზო ჩომახიძე, ანა გოგოლაძე.

განახლებულ "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯანდაცვის მიმართულებას სათავეში ჩაუდგება სოფო ჯაფარიძე. ნონა მამულაშვილი და ზვიად ქვლივიძე ეკონომიკას უხელმძღვანელებენ. მელიას გუნდის ახალი წევრია სამართალმცოდნე მანუჩარ ახალაია.

ვიდეომასალა ცოტახნის წინ პარტიამ თავად გაავრცელა. ნიკა მელიას განმარტებით, განახლება ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიზნისკენ - საქართველოს უკეთესი მომავალი - მიზანმიმართულად მოძრაობს ევროპული განათლების მქონე ახალგაზრდებით.

დღის ამბები