19 მაისი 2024,   07:55
ვრცლად
თბილისის მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები განიხილა

შეხვედრა ინტერნეტის საშუალებით. თბილისის მერი მოადგილეებთან ერთად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს გაესაუბრა. ოდილ რენო ბასოსთან განხილული იყო EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები.

ყურადღება გამახვილა ნარჩენების მართვის ახალ პროექტზე, რომელიც ამავე ორგანიზაციის გამოცდილი ექსპერტების დახმარებით იგეგმება.

თბილისის მერის მოადგიმელ ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, რომ კომპანია EBRD-ი ეხმარება მათ ახალი ნარჩენების მართვის პროექტის რეფორმის განხორციელებაში. ისინი წელს მიიღებენ ახალ სამოქმედო გეგმას. კომპანია EBRD-ი გააგრძელებს მათი პროექტების მხარდაჭერას.


"EBRD-ი გვეხმარება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელოთ ნარჩენების მართვის კუთხით ახლა მუშავდება სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე. წელს ჩვენ მივიღებთ ამ სამოქმედო გეგმას და გვეცოდინება თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომდევნო წლებში.

ასევე ძალიან აქტიურად მხარს გვიჭერენ სატრანსპორტო რეფორმაში, შეთანხმება შედგა იმის ირგვლივ, რომ სამომავლოთაც EBRD-ი გააგრძელებს ჩვენი პროექტების მხარდაჭერას და იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც წამოვიწყეთ"- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ. 

დღის ამბები