03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
ჩუღურეთის რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერმა 2 ოჯახის საცხოვრებელი დააზარალა

ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის 74 ნომერში მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სტიქიამ 2 ოჯახის საცხოვრებელი დააზარალა, 6 მეტრიანი კედლის ჩამონგრევამ კი სახლამდე მისასვლელი გზა ჩახერგა. ადგილობრივების განცხადებით არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, რის გამოც წვიმის დროს მუდმივად ზიანდება სახლის კედლები.

დამეწყრილი ზონა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დაათვალიერა და ადგილობრივებს დახმარებას დაპირდა.

ზურაბ ჩიკვილაძის განმარტებით, მეწყერი მოსალოდნელი იყო ძლიერი წვიმების შემდეგ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები