მეტროსადგურ "გოცირიძეზე" მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ "გოცირიძეზე" არ გაჩერდებიან.
თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების საკითხსაც ეხმაურება. მერიის ცნობით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.