19 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღვევის 608 ფაქტი გამოავლინა - დაჯარიმდა 142 პირი

შსს სამინისტრომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 608 ფაქტი გამოავლინა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი სამართალდამცველებმა 142 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 466 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

დღის ამბები