26 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
ჩილეში საპროტესტო გამოსვლა პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ჩილეში საპროტესტო გამოსვლა პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სანტიაგოს ქუჩებში ასობით დემონსტრანტმა მიერ ქუჩის ჟონგლიორის მკვლელობა გააპროტესტა.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. საპასუხოდ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

გასულ კვირას 27 წლის ახალგაზრდას პოლიციის თანამშრომელმა შემოწმების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

დღის ამბები