03 ოქტომბერი 2024,   00:39
ვრცლად
სტიქიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურა აპირებს დაადგინოს იყო თუ არა წინა ხელისუფლების მიერ აშენებული ახალი გზა სტიქიის მთავარი მიზეზი. ბადაშვილის უწყებამ გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

პრეზიდენტს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით პროკურატურას გამოძიება სპეციალისტების მიერ სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის შემდეგ უნდა დაეწყო.

რა მასალები გადაეცა პროკურატურას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, ეკო მაღარაზე, მამუკა ჯინჭარაძე.

 
დღის ამბები