03 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
13 ივნისის სტიქია-მოსახლეობა მაშველებისა და მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს

ვერეს ხეობისა და სვანიძის ქუჩის მოსახლეობა 13 ივნისის ღამეს მაშველების დაგვიანებაზე საუბრობს. დაზარალებულები იხსენებენ, რომ სიკვდილს მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით გადაურჩნენ.

პირველი ინფორმაცია მოახლოებული საფრთხის შესახებ სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიაწოდეს. ისინი ყვებიან რომ დაინახეს როგორ დიდდებოდა მდინარე ვერე და მოსახლეობის გაფრთხილება და ევაკუაცია დაიწყეს.

მაშველების დროულად მისვლას სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლები თბილისის მერსაც თხოვდნენ. ადგილობრივებმა დავით ნარმანია სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით 40 წუთში თამარაშვილის ქუჩაზე ნახეს. დაზარალებული ადამიანები დროულ რეაგირებას ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრისგანაც.

რატომ დააგვიანდათ მაშველებს დაზარალებულებთან დროულად მისვლა და იყო თუ არა კოორდინაციის პრობლემა უწყებებს შორის ამ თემაზე საუბარი თბილისის მერს გადაცემა არჩევანში მოუწია. დავით ნარმანიამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა. 

ავტორი:ეკა გაგუა

ამავე თემაზე
დღის ამბები