საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "ნიკა მელია კრიმინალია".
"დღეს ჩვენ გავხდით იმის მომსწრე, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი და ძლიერი სახელმწიფო. გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მინდა მას და მთელს პოლიციას საჯაროდ მადლობა გადავუხადო მთავრობის სახელით. ვამაყობ თქვენით!
ნიკა მელია კრიმინალია, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ ის კრიმინალია. ის საქმე, რისთვისაც ნიკა მელია დააკავა პოლიციამ, უკავშირდება სწორედ პარლამენტის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან დაგეგმა და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. გამოყენებულ მეთოდებს რაც შეეხება, ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.