19 მაისი 2024,   09:08
ვრცლად
როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები - პირველი საკოორდინაციო საბჭო ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით ხვალ გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით პირველი საკოორდინაციო საბჭო და სიახლეების მოლოდინი - ახლად დამტკიცებული მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, სხდომა ხვალისთვის იგეგმება.
მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნაც, რომელიც მიმდინარე კვირაშივე ამოქმედდება. პრემიერი მოსახლეობას იმასაც დაჰპირდა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში დაგვიანებით, თუმცა მარტში შემოვა და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრება.

Pfizer-ის ვაქცინის დაგვიანების მიზეზად პრეპარატის მწარმოებელი კომპანიის მხრიდან დამატებითი მოთხოვნები სახელდება. თუმცა საკითხზე პასუხისმგებელი პირები ირწმუნებიან, რომ სხვა პრეპარატის შემოტანის ვადები არ დაირღვევა. 

დღის ამბები